Friday, March 23, 2012

Hitchhiking

Hitchhiking ე.წ. ავტოსტოპით მოგზაურობა ჩვენთან არც ისე გავრცელებულია, მაგრამ საქართველოშიც არსებობენ ისეთები, ვისთვისაც მგზავრობის ასეთი ფორმა მისაღებია.ჩვენთან რატომღაც ერიდებიან ამგვარ მგზავრობას, რომელიც, ალბათ, ყველაზე იაფი საშუალებაა გადასაადგილებლად.                                                               

ავტოსტოპით მოგზაურობა პოპულარული დიდი დეპრესიის წლებში გახდა, როდესაც ხალხს საშუალება არ ქონდა. ბვერ ადგილას ავტოსტოპი აკრძალულია(მაგ.იტალიაში, ამერიკი, კანადისა და დიდი ბრიტანეთის ზოგიერთ ქალაქებსა თუ ადგილებში).                                                                                              

არსებობს რამოდენომე წესი(რჩევა) , რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ ავტოსტოპით მოგზაურობისას:
  1. უპირველესყოვლისა უსაფრთხოება. უნდა დარწმუნდე, რომ ის ადგილი, სადაც დგახარ არის უსაფრთხო შენთვის და მანქანებისთვის გასაჩერებლად.
  2. ბენზინგასამართი სადგურები და გზატკეცილები არის ყველაზე კარგი ადგილები ავტოსტოპისთვის, რადგან  გაქვს საკმარისი დრო დაათვალიერო ვისთან ერთად გინდა იმგაზვრო.
  3. იზრუნე იმაზე თუ როგორ გამოიყურები, რადგან პირველი შთაბეჭდილება მნიშვნელოვანია.
  4. გარკვევით უნდა ეწეროს წარწერა იმის შესახებ თუ სად მიდიხარ, ასევე რუკის ქონა აუცილებელია.
  5. და რაც მთავარია იყავი მომთმენი.

მოგზაურობა



ეს ბლოგი ძირითადად შეეხება მოგზაურობას, რადგან მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ, ვისაც მოგზაურობა, ახალი ადგილების აღმოჩენა, შესწავლა და დათვალიერება ძალიან უყვარს. ამიტომ ამ ბლოგის საშუალებით შევეცდები დაგათვალიერებინოთ ულამაზესი ადგილები და გაგაცნოთ მოგზაურობის ტიპები თუ სხვა ინფორმაციები.