რა არის ტურიზმი?
ტერმინი ტურიზმი ნიშნავს მოგზაურობას დასვენების, თავისუფალი დროის ხარჯვის ან ბიზნეს მიზნენით. ტურისტები კი არიან ადამიანები, რომლებიც ტოვებენ თავის ჩვეულ გარემოს და მიემგზავრებიან სხვა ადგილას ერთ თანამიმდევრულ წელზე ნაკლები ხნით, დასვენების, თავისუფალი დროის ხარჯვის ან სხვა მიზნებით. ეს განმარტებები მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას ეკუთვნის.
დასვენებისა და გართობის მიზნით გამგზავრება პირველად პოპულარული გახდა ძველ რომაელებს შორის, რომლებიც ძირითადად პირამიდების დასათვალიერებლად მიემგზავრებოდნენ. დროთა განმავლობაში მოგზაურობის ფორმები და გეოგრაფია გაფართოვდა.უფრო მრავალფეროვანი გახდა ამ მოგზაურობის მიზნებიც: სანახაობრივი, სასწავლო, რელიგიური და სხვა. აშენდა მოგზაურთა დროებით გასაჩერებელი სახლები, სასტუმროები, ქარვასლები, სტუმრის სახლები, ელიტარული ფენების წარმომადგენელთათვის კი საზაფხულო აგარაკები, რეზიდენციები.
მოსახლეობის იმ შეძლებული ფენების წარმომადგენლებს, ვინც ცნობისმოყვარეობისათვის მოგზაურობდა უცხო ქვეყნებში, XVII საუკუნის მიწურულიდან ტურისტებს უწოდებდნენ. სამრეწველო რევოლუციის შემდეგ, XVIII-XIX საუკუნეებში გამოიგონეს ორთქლმავალი და მატარებელი, რამაც არსებითი ზეგავლენა იქონია მოგზაურობის გააქტიურებაზე. პოპულარული გახდა მოდების მოყვარულთა გამგზავრება პარიზში, მუსიკის მოყვარულთა - იტალიაში, ხოლო ევროპის სხვადასხვა ქალაქებში სასწავლებლად გამგზავრებამ დიდი ტურის სახელი მიიღო.

No comments:
Post a Comment