მსოფლიოს ულამაზესი სანაპიროები
ზუმას პლაჟი, მალიბუ, კალიფორნია
ზუმას პლაჟიდან ხელისგულივით ჩანს სანტა მონიკას ულამაზესი მთები. რაც მთავარია, შესაძლოა რომელიმე ვარსკვლავსაც გადაეყაროთ!
მალდივები
ულამაზესი პავილიონები, ზღვისპირა ბუნგალოები, ცარცივით თეთრი ქვიშა, მარჯნის რიფები... ეს ხომ მალდივებია! ინდოეთის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე მდებარე არქიპელაგი. მალდივებზე დროს საუკეთესოდ ატარებენ ახალდაქორწინებული წყვილები.
ჰაად რინი, ტაილანდი
თუ ღამის ცხოვრება და რომანტიკა გიტაცებთ, მაშინ ტაილანდი თქვენთვის ზედგამოჭრილია. ყოველთვე, სავსემთვარეობისას, 20 000-ზე მეტი ტურისტი იყრის თავს ჰაად რინის პლაჟზე, რათა დატკბნენ იმ ულამაზესი სანახაობით, რომელსაც ადგილობრივები სავსემთვარეობისას აწყობენ. წვეულება მთელი ღამე გრძელდება.
No comments:
Post a Comment